ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 850-1200ლარი); ** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00; ** ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.
შესასრულებელი ამოცანები:
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება; ** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა; ** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვის უნარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება ** საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.
კომპანია გთავაზობთ:
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას; ** განმავითარებელ ტრენინგებს; ** სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით; ** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; ** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobsautohome@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა " კლიენტთა მომსახურების მენეჯერი "