ღია პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
კომპანიის შესახებ:
შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გუნდის წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 13+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
სამუშაოს აღწერილობა:
- საზღვარგარეთ სამიზნე კომპანიების წარმომადგენლებთან პროაქტიული კომუნიკაცია;
- პარტნიორებისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სერვისების შესახებ;
- პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
- იდეებისა და ინიციატივების გამოჩენა გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად;
პოზიციის სპეციფიკასთან იდეალურად თავსებადი აპლიკანტი ასე წარმოგვიდგენია:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
- პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში);
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (ვერბალური და წერილობითი);
- მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ფართო კომერციული ხედვით;
- ინიციატივიანი, ემპათიური და გუნდური მოთამაშე;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც ზრდადია ყოველწლიურად მიღწეული შედეგების მიხედვით;
- საზღვარგარეთ მივლინებების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- ულიმიტო საკომუნიკაციო ხარჯები;
- შვებულების 28 დღე;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად;
სამუშაო დრო კვირაში 40 საათი, 5 სამუშაო დღე (ორშ.-პარ.)
თუკი ეს ყველაფერი საინტერესოა თქვენთვის, თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიული კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, მოუთმენლად ველოდებით თქვენ შესახებ ინფორმაციას.
მადლობა „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!