Premium

ესპანურენოვანი ასისტენტი

19 April - 19 May
Details
Address
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შემომყვანი ტურისტული კომპანია  მიმინო კავკასიაში“  ეძებს გუნდის ახალ წევრს ესპანურენოვან განყოფილებაში.

კომპანია შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.


ვეძებთ ესპანურენოვან გუნდის წევრს, ვინც დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სერვისების დაფარვა ესპანეთში და გავაძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობები ადგილობრივ კომპანიებთან.


ჩვენი მოლოდინები:


ესპანური ენის ცოდნა გამართულად (ოთხივე კომპონენტი), მინიმუმ საშუალოზე მაღალ დონეზე;

უპირატესობად ჩაითვლება სწავლა ან სამუშო გამოცდილება ესპანურენოვან ქვეყნებში;

სასურველია 0- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა არა აუცილებელი;

ამ პოზიციის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, უყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა, მზად იყოს სიახლეებისთვის, იყოს ცოდნისა და შრომისმოყვარე - დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ;


რას გთავაზობთ ჩვენ:


  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • საზღვარგარეთ მივლინებები;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგები, მათ შორის სამუშაო ენის გასაუმჯობესებელი კურსები და მივლინებები ესპანეთში;
  • გამოცდილი, სფეროს ძალიან კარგად მცოდნე და საოცრად კეთილგანწყობილი მენეჯერი, რომელიც მოუთმენლად ელოდება თავისი გუნდის ახალ წევრს 😊

თუკი ჩათვალეთ, რომ საერთო ინტერესები გვქონია, პიროვენული თვისებებით ერთი-ერთში ემთხვევით პოზიციის მახასიათებლებს და რომ ტურიზმი ის სფეროა, სადაც გინდათ განავითაროთ კარიერა, დიდი სიხარულით გავეცნობით თქვენს მონაცემებს.


მადლობა და გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

Location
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 April - 19 May