Standart

საწყობის მიმღები-ოპერატორი

30 April - 19 May
Details
Address
თბილისი
Salary
1100 ₾
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე  ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესებით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
  • მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან ტექნიკური განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;
  • სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:

  • კარგი მათემატიკური უნარები;
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ხელფასი: 1100 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • Fitpass;
  • ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე:https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!


30 April - 19 May