Standart

შემგროვებელი - ისთ ფოინთი, დიღომი

30 April - 19 May
Details
Address
თბილისი
Salary
1200 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.


ჰიპერმარკეტიდომინო აცხადებს ვაკანსიას შემგროვებლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალში.


ძირითადი მოვალეობები:


  • შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;

  • შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;

  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გადაცემა მომხმარებლისთვის/მძღოლისთვის/კურიერისთვის;

  • შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი უფროს კომპლექტაციის სპეციალისტთან და განყოფილებასთან (კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან; ინტერნეტ მაღაზიასთან; დარბაზის ადმინისტრატორთან; კლიენთა მომსახურების განყოფილებასთან) და შემდგომ შესაბამისი მითითებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;

  • დეტალებზე ორიენტირება;

  • პუნქტუალურობა;

  • დისციპლინირებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა

  • ანაზღაურება: საშუალო 1200  ლარი;

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

  • FitPass;

  • კვება;

  • უფასო ტრანსპორტირება;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV


ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ


ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.


თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.


გისურვებთ წარმატებებს!


30 April - 19 May