უძრავი ქონების კომპანია Brokeri.ge აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
ანაზღაურება: 500 ლარი (გადასახადების გარეშე)
მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
- სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ლინკდინი) ანგარიშების მართვა
- მასალების (პრესრელიზები, პუბლიკაციები) სწორ სეგმენტზე მორგება
- მასალების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ვიზუალურად აღქმადი და საინტერესო ფორმით მიწოდება
- Tiktok -ის პლატფორმისთვის შესაბამისი მასალების მომზადება
- ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
- საჭიროების შემთხვევაში, მედია მონიტორინგი
მოთხოვნები:
- ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა
- სასურველია Meta Business Suite, Ads manager-თან მუშაობის გამოცდილება
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!