Standart

კარტერსის კონსულტანტი

19 April - 19 May
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ  ამერიკულ ბრენდს Carter’s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.
გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

სს”გეფა”  აცხადებს ვაკანსიას „კარტერსის კონსულტანტის „  პოზიციაზე, ქ.თბილისში

მოვალეობები:

  • მაღაზიის დარბაზში  პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
  • დარბაზის  პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა;
მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ;
  • ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
  • ორგანიზებული და აკურატული;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

19 April - 19 May