Premium

გეიმ კონტროლის ოფიცერი

22 April - 22 May
Details
Address
წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
800 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Experience
Not required

Vacancy description

„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ბეთლაივის AML დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს გეიმ კონტროლის ოფიცერის პოზიციაზე.


ჩვენთან დაგხვდებათ განვითარებაზე ორიენტირებული და კომფორტული გარემო, მეგობრული გუნდი და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა.

 

ძირითადი ფუნქციები:


  • ვებ-გვერდზე არსებული თამაშის პროცესების შემოწმება;
  • მომხმარებლების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოვლენა;
  • ტრანზაქციების მონიტორინგი;
  • თამაშის მიმდინარეობის პროცესებზე სტატისტიკური დასკვნების მომზადება;
  • ფინანსური რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გემბლინგის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპანიის პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.
  • ანაზღაურება: 800 ₾
  • ადგილმდებარეობა - თბილისი

დამატებითი უპირატესობები:

 

  • კვება;
  • პარკინგი;
  • ბონუსი;
  • კორპორატიული დაზღვევა;
  • სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

22 April - 22 May