"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს
ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "იმექს
კარგო ლოჯისტიკს"
ლოჯისტიკური სფეროს
ერთ-ერთი
აქტიური წევრია.
კომპანია მომხმარებელს
საავტომობილო, საზღვაო
და საჰაერო
გადაზიდვებს სთავაზობს.
ასევე "იმექს
კარგო ლოჯისტიკს"
მომხმარებლებს აძლევს
საშუალებას ისარგებლონ
დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და
ტვირთის დაზღვევის
შესაძლებლობით.
სამუშაო ადგილი:
ქ.თბილისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო დრო:
სრული ( ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 )
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო
გაყიდვების (იმპორტის და ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული
შეკვეთების/მოთხოვნების
და მის
საფუძველზე განსაზღვრული
წარმოების გრაფიკების
მუდმივი კონტროლი;
- ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის
და საბაჟო
ოპერაციების მონიტორინგი
;
- სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო
ურთიერთობა მთლიანი
ტრანსპორტირების ციკლის
განმავლობაში და
ტვირთის სტატუსების
კონტროლი და
განახლება.
- სახმელეთო,
გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ
დროში, სატრანსპორტო
კომპანიებთან კომუნიკაცია,
მიწოდების ვადების
კონტროლი;
- ტვირთის
გადაადგილების კონტროლი
განბაჟებამდე;
- საბაჟო
სპეციალისტთან კომუნიკაცია
და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების
უზრუნველყოფა და
სისრულეში მოყვანა
განბაჟებისთვის.
- საბაჟო
პროცედურების და
ტვირთის დანიშნულების
ადგილამდე მიტანის
მონიტორინგი
- საჭიროების
მიხედვით სხვადასხვა
დეპარტამენტებისთვის სერვისის
გაწევა ქვეყნის
ფარგლებს გარედან
ან სხვა
ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის.
- ყველა
ტიპის ტრანსპორტისა
და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების
შემუშავება და
სტანდარტიზება შესაბამის
პირებთან ერთად.
- გადაზიდვის
ფარგლებში, ადგილობრივ
და უცხოელ
პარტნიორებთან ურთიერთობა.
- განხორციელებული გადაზიდვების შესახებ
რეპორტის მომზადება
შემდგომი ანგარიშსწორებისათვის
- საბაჟო
საწყობ ტერმინალთან
კომუნიკაცია, დასააქციზებელი/დასასტიკერებელი ტვირთების
იმპორტისას.
- უშუალო
ხელმძღვანელის მხრიდან
მიღებული სხვა
დავალებების შესრულება,
საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია იგივე ან მსგავს
პოზიციაზე მუშაობის
მინიმუმ 2 წლიანი
გამოცდილება;
- აუცილებელია
საბაჟო და
იმპორტ-ექსპორტთან
დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია სატრანსპორტო
და საბაჟო
ოპერაციების ცოდნა
- აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და
ტვირთის გადაზიდვის
ეტაპების ცოდნა;
- რუსული, თურქული ან
აზერბაიჯანული ენების მაღალ დონეზე
ცოდნა;
- საოფისე
პროგრამების (MS Office);
უნარები/პიროვნული
კომპეტენციები
- დაგეგმვისა
და სამუშაოს
ორგანიზების ძლიერი
უნარი
- დეტალებზე
ორიენტირებული;
- ანალიტიკური
აზროვნება;
- მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური
მუშაობის უნარი;
- გუნდში
მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს“
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!