Standart

რეკრუტერი

30 April - 22 May
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო ამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს დომინო-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.


რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.


ჰიპერმარკეტიდომინო აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში რეკრუტერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალისთვის.


ძირითადი მოვალეობები:


  • რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა;

  • ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატების მოძიება;

  • შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;

  • გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება;

  • კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;

  • ღია ვაკანსიების ტექსტების მომზადება და განთავსება ონლაინ არხებზე;

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება;

  • ყოველკვირეული რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

  • რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაივლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;

  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

  • მულტითასქინგური სამუშაო პროცესის მართვის უნარი;

  • განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:


  • გრაფიკი სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ; 

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

  • კვება;

  • FitPass;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ


გამოაგზავნეთ თქვენი CV.
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.


თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.


გისურვებთ წარმატებებს!


30 April - 22 May