შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
სისტემის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
პასუხისმგებელია კომპიუტერული სისტემების, ქსელური სერვერებისა და ვირტუალიზაციის შენარჩუნებაზე, კონფიგურაციასა და გამართულ მუშაობაზე;
დააინსტალიროს და განაახლოს კომპიუტერის კომპონენტები და პროგრამული უზრუნველყოფა, მართოს ვირტუალური სერვერები და დააინტეგრიროს ავტომატიზაციის პროცესები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პრაქტიკული გამოცდილება ვირტუალიზაციის, Hyper-V ან მისი ექვივალენტის;
Microsoft სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (Exchange, IIS, WFC, MS-SQL, AD).
Linux, Firewalls, Voip, Monitoring, Backup, საბაზისო დონეზე ცოდნა.
სისტემებისა და ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის და ქსელის პროტოკოლების ცოდნა.
საბაზისო ცოდნა HCI, DR, Data Replication, HA.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დროის ეფექტურად მართვის უნარი
პირობები:
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
კვება;
Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV.
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!