Premium

მოლარე-კონსულტანტი

25 April - 25 May
Details
Address
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

წიგნის მაღაზიათა ქსელი ,,ლიბრა“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული ან სტუდენტი.
  • სასურველია  გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა.
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  •  სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა.


ძირითადი მოთხოვნები:

  • შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.
  •  პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა.
  • ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით.
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება.
  • არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ. 
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. 
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.


დამატებითი მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

  • სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი 
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • გაყიდვების ტექნიკების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ ატმოსფეროს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
  • შრომის ანაზღაურება:
  • 6 სამუშაო საათი დღეში 650 ლარი+ბონუსი
  • 8 სამუშაო საათი დღეში 800 ლარი+ბონუსი


კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.



 გისურვებთ წარმატებას!

Location
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
25 April - 25 May