Standart

ავტოსადგომის თანამშრომელი

26 April - 26 May
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სასტუმრო სტამბააცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის თანამშრომლის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • შემოსული და გასული მანქანების მონიტორინგი;

  • ავტოსადგომზე არსებული მანქანებისა თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ფლობა;

  • ავტომობილების აღრიცხვის მიზნით, ბაზაში ყველა საჭირო ინფორმაციის ასახვა;

  • სტუმრების დახმარება პარკინგის საფასურის გადახდაში;

  • სასტუმროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ფლობა;

  • უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მითითებების შესრულება;

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;

  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;

  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
26 April - 26 May