შპს "სმარტ მან" აცხადებს ვაკანსიას მენტალური არითმეტიკის პროგრამის მასწავლებლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სმარტ მან არის საერთაშორისო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში მსოფლიო მოწინავე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოტანა, ერთ-ერთი ასეთი უკვე წარმატებით განხორციელებული პროექტი: მენტალური არითმეტიკის პროგრამა (UCMAS), რომელსაც საქართველოს 6 ქალაქში 4, 000-ზე მეტი წარმატებული მოსწავლე ჰყავს.
დასაქმებული მენტალური არითმეტიკის პროგრამის სწავლებისთვის ტრენინგს გაივლის სათავო ოფისში.
უფლება-მოვალეობები:
** პროგრამის ოფიციალური სასწავლო პროგრამის შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
** მოსწავლეებისთვის მენტალური არითმეტიკის პროგრამის ჯეროვნად სწავლება, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ფორმატში;
** ასევე საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ პლატფორმაზე;
** მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, რეკომენდაციის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (B1) ფლობა სავალდებულოა, რადგან სასწავლო მასალები და საერთაშორისო შეხვედრები წარიმართება ინგლისურ ენაზე;
** სასურველია 4-დან 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობის და სწავლების გამოცდილება.
ანაზღაურება: 600-დან 1200 ლარამდე
სამუშაო ნახევარი: ნახევარი (მინიმუმ 4 დღე) ან სრული განაკვეთი
შაბათ-კვირა სავალდებულო.
ასაკი: 21 და ზემოთ
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე, PFD ფორმატში, ინგლისურ ენაზე: HR@ucmas.ge