Premium

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

29 April - 29 May
Details
Address
5 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე  წარმოების  ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.


მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).

სამუშაო გრაფიკი: სრული.


თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით,  თუ ეძებ ახალ გამოწვევებს  კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით და მოლაპარაკებები შენი ძლიერი მხარეა , მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

 

ძირითადი მოვალეობები:


  • წინასწარ დასახული გაყიდვების გეგმის განხორციელება/შესრულება;
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, მათ შორის ახალი ბაზრების, მომხმარებელთა სეგმენტის  და პროდუქციის ხაზის;
  • ახალი ბიზნეს პარტნიორების მოძიება და მათთან  კარგი კომუნიკააცის დამყარება;
  • ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა გამოხმაურების და გაყიდვების მონაცემების ანალიტიკა;
  • გაყიდვების პროგნოზების, ანგარიშების, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა  მმართველი მენეჯმენტისთვის;
  • მუდმივად ინფორმირებულად ყოფნა ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტებთა აქტივობების შესახებ;
  • გაყიდვების და მარკეტინგის გუნდთთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია, კვებითი პროდუქტების წარმოების მიმართულებით;
  • კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები  ;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე. 

Location
5 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 April - 29 May