"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო გრაფიკი: სრული.
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით და მოლაპარაკებები შენი ძლიერი მხარეა , მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ დასახული გაყიდვების გეგმის განხორციელება/შესრულება;
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, მათ შორის ახალი ბაზრების, მომხმარებელთა სეგმენტის და პროდუქციის ხაზის;
- ახალი ბიზნეს პარტნიორების მოძიება და მათთან კარგი კომუნიკააცის დამყარება;
- ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა გამოხმაურების და გაყიდვების მონაცემების ანალიტიკა;
- გაყიდვების პროგნოზების, ანგარიშების, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა მმართველი მენეჯმენტისთვის;
- მუდმივად ინფორმირებულად ყოფნა ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტებთა აქტივობების შესახებ;
- გაყიდვების და მარკეტინგის გუნდთთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია, კვებითი პროდუქტების წარმოების მიმართულებით;
- კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები ;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე.