Premium

ბრენდ მენეჯერი

29 April - 29 May
Details
Address
5 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე  წარმოების  ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.


მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: „ბრენდ მენეჯერი“


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)

სამუშაო გრაფიკი: სრული


თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით,  თუ ეძებ ახალ გამოწვევებს ახალი პროდუქტების შექმნის, კომუნიკაციის და ბრენდინგის  მიმართულებით, გსურს ჩაერთო ბრენდის განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!


ძირითადი მოვალეობები:


  • მარკეტინგის გუნდათნ ერთად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში და ბრენდინგში აქტიური ჩართულობა;
  • კონკურენტების განსაზღვრა, შეფასება და ანალიზი;
  • პროექტის ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
  • გაყიდვების სტიმულირების მიზინით პროექტების ინიცირება,დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბრენდის/პროდუქტის სარეკლამო აქტივობის შემუშავება, დაგეგმვა და შესრულება;
  • პრომო აქციების და გაყიდვის მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობით;
  • სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და ბრიფის შედგენა, კამპანიის დაგეგმვა და აღსრულება დამხმარე რგოლებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება, პროექტის ბიუჯეტირება და მართვა;
  • კომპანიის სარეკლამო აქტივობების შედეგების ანალიზი;
  • საპრეზენტაციო მასალების მომზადება (პროდუქტის პრეზენტაცია, მარტკეტინგული აქტივობების რეპორტინგი);
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო პლათფორმის კოორდინირება;
  • გაყიდვების ანალიზში აქტიური ჩართულობა, ახალი პროდუქტების შექმნის და არსებული პროდუქტების განვითარების ინიცირება;
  • გაყიდვების გუნდთან, წარმოებასთან, შესყიდვების დეპარტამენტთან, ტრეიდ მარკეტინგთან აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში;
  • კომპანიის შიგნით ბრენდის აქტივობების დაგეგმვა, აღსრულება, თანამშრომლებში ბრენდის მიმართ ლოიალობის გაზრდა.

ძირითადი  მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
  • ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის  მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
  • ბრენდის განვითარების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის პრინციპების კარგად გააზრების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკების  და პრეზენტაციის უნარები  ;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კვლევის შედეგის გაანალიზიების და ინტერპრეტაციის უნარი;
  • პროექტის მენეჯმენტის უნარი. 

ჩვენთან დაგხვდებათ:

 

  • ძლიერ გუნდთან მუშაობის, ბრენდის განვითარებასა და  ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
  • საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე.

Location
5 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 April - 29 May