Premium

ტრეიდ მარკეტერი

29 April - 29 May
Details
Address
5 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე  წარმოების  ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.


მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: „ტრეიდ მარკეტერი“


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5);

სამუშაო გრაფიკი: სრული.


თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით,  თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მარკეტინგსა და პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით, გსურს ჩაერთო პროდუქტების განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

 

ძირითადი მოვალეობები:


  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი,ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება ტრეიდ მარკეტინგის აქტივობებში;
  • მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სავაჭრო ქსელებთან და მათ კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  • პროდუქციის რეალიზების წერტილებში მერჩენდაიზინგის ინიცირება და აღსრულება;
  • პროდუქციის რეალიზების წერტილებში პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სხვადასხვა სახის გამოფენებზე და ღონისძიებებზე ბრენდის ინტეგრირება, გაყიდვების წერტილების კოორდინაცია და ტრეიდ  აქტივობების დაორგანიზება;
  • სხვადასხვა ტრეიდ აქტივობების განსახორციელებლად სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • გაყიდვების ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
  • ტრეიდ მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ინტერპეტაციისა და სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემის  შესაძლებლობით;
  • კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები  ;
  • ერთდროულად რამოდენიმე პროექტის მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული. 

ჩვენთან დაგხვდებათ:

 

  • ძლიერ გუნდთან მუშაობისა და ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
  • საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე.

Location
5 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 April - 29 May