Premium

ფართების მოძიების სპეციალისტი

30 April - 15 May
Details
Address
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
On-site
Working hours
09:00 - 18:00
Experience
1-2 years
Skills
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა

Vacancy description

 

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

 

კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ფართების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • თბილისსა და რეგიონებში ფართების მოძიება კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პირობების მიხედვით, პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება.
  • მოძიებული ფართების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ლოკაციის, მოსახლეობის სიმჭიდროვის და სხვა მახასიათებლების შესახებ უშუალო მენეჯერთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა უშუალო მენეჯერთან ერთად.
  • ფართის შეფასების პროცესში შესაბამისი კომუნიკაცია ტექნიკური სამსახური წარმომადგენლებთან, უშუალო მენეჯერის მითითებების მიხედვით.
  • კონკურენტების სავაჭრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეესტრის წარმოება.
  • სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

 

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოებისა და საველე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ორგანიზებულობა.

გისურვებთ წარმატებებს!

 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

 

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Slogan
დაზოგე მარტივად !
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
30 April - 15 May