Standart

საბანკეტოს მიმტანი

01 May - 15 May
Details
Address
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

,,Café Stamba’’ აცხადებს ვაკანსიას საბანკეტოს მიმტანის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • მოამზადოს საკონფერენციო დარბაზები სტუმრების მოსვლამდე;

  • სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება;

  • განახორციელოს ჩაისა და ყავის ხარისხიანი სერვისი;

  • მუდმივ წესრიგში შეინარჩუნოს როგორც სტუმრების, ასევე მომსახურე პერსონალის ტერიტორია;

  • სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს სტუმრის კუთვნილ ნივთებს. გაუთვალისწინებელი დაზიანებების შემთხვევაში, დროულად შეატყობინოს მენეჯერს/ზედამხედველს;

  • რეგულარულად გადაამოწმოს კონფერენციისათვის საჭირო მასალების მარაგი;

  • მოახდინოს საჭირო რეაგირება თხოვნებსა და საჩივრებზე;

  • გაითავისოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები;

  • იყოს მოქნილი გუნდური მუშაობის თვალსაზრისით;

  • დაესწროს შეფასებისა და სამოქმედო გეგმების განხილვის შეხვედრებს;

  • იცოდეს სასტუმროში გამოყენებული ძირითადი ენები: ქართული, ინგლისური;

  • დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას და ეკეთოს სახელის აღმნიშვნელი ბარათი;

  • შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად.

საჭირო უნარები: 


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;

  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;

  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
01 May - 15 May