Standart

ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი

01 May - 31 May
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ  ამერიკულ ბრენდს Carter’s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია „გეფა“ ეძებს გუნდის ახალა წევრს შემდეგ პოზიციაზე: ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტროობის პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • კონდენციონერის შეკეთება;
  • ელ.კარების შეკეთება;
  • სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით გამოცდილება;
  • აუცილებელია გათბობა-გაგრილების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ელექტროობასთან  მუშაობის გამოცდილება.
უნარ ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს , გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

01 May - 31 May