Standart

HC ადმინისტრირების კოორდინატორის

01 May - 15 May
Details
Address
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

,,სასტუმრო სტამბა’’ აცხადებს ვაკანსიას HC ადმინისტრირების კოორდინატორის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • სასტუმრო სტამბას ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება და მართვა;

  • წინა სახელფასო დოკუმენტაციის მომზადება;

  • თანამშრომელთა კომპენსაციებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება;

  • თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება;

  • დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლი;

  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ცნობები, განცხადებები, ბრძანებები) ადმინისტრირება და კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად სისტემატიზაცია;

  • თანამშრომელთა ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების სრული პროცესის ადმინისტრირება (აყვანა, გათავისუფლება, არსებითი პირობების ცვლილება, დისციპლინური გადაცდომა და სხვა);

  • თანამშრომელთა შვებულებების ადმინისტრირება/აღრიცხვა/დაარქივება;

  • თანამშრომელთა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზებში და გარე მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

  • პროცესების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ტიპის კვლევების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;  

  • თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების მიზნით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება;

  • საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;

საჭირო უნარები: 


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისურ ენის ცოდნა

  • ორგანიზებულობა და შემოქმედებითი უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;

  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
01 May - 15 May