Standart

ჰოსტესი

02 May - 01 June
Details
Address
აჭარა
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS  BATUMI  აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა;
  • რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება;
  • თავისუფალი მაგიდის არარსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
  • სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია  ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 16 მაისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
02 May - 01 June