Standart

დემი შეფი

02 May - 01 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს "რუმს ჰოტელს ლაბი", რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kokhta, Rooms Hotel Batumi, Holiday Inn აცხადებს ვაკანსიას „Holiday Inn Tbilisi“-ს დემი შეფის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; 

  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;

  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;

  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; 

  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; 

  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი; 

  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება; 

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი სარგებელი:


  • პროფესიული განვითარება;

  • კონკურენტული ანაზღაურება;

  • დაზღვევა;

  • კვება; 

  • საცხოვრებელი;

  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;

  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.


    დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე. 


    აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
02 May - 01 June