რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
- სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
- საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
- სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება;
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- დაზღვევა;
- კვება;
- რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 8 მაისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.