ლოჯისტიკური კომპანია Transportal-ი ახორციელებს შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებს, მომხმარებელს სთავაზობს სრულ ლოჯისტიკურ და საბაჟო მომსახურებას..
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი ინფორმაციის პროგრამაში აღრიცხვა.
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება, დაინტერესების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
- არსებულ მომხმარებლებთან მომსახურების შეთავაზება და მათთან კორპორატიული ურთიერთობის შენარჩუნება.
- გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა.
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მისი აღსრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება ტრანსპორტის სფეროში გამოცდილ კანდიდატებს.
- მოლაპარაკების წარმოების ცოდნა/გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- შედეგებზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკების უნარი;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობა და პუნქტუალობა;
- პრეზენტაციის უნარი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
სამუშაო გრაფილი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000-2,000 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად + საბონუსე სისტემა
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@transportal.ge
გისურვებთ წარმატებებს!