დაცვის კომპანია ,,მაგისტრი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური მონიტორინგის პულტის ოპერატორი გოგონას ვაკანსიაზე
სამუშაო ადგილი: დაცვის კომპანია მაგისტრის ცენტრალური ოფისი (ვაჟა-ფშაველას გამზ)
მოვალეობა:
- უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი (სახანძრო და დაცვის სიგნალიზაცია, ვიდეო მეთვალყურეობა, მონიტორინგი);
- განგაშის სიგნალზე და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.
- კომუნიკაცია ოპერატიული რეაგირების ჯგუფებთან, სამართალდამცავ და საგანგებო სამსახურებთან
- დასაცავ ობიექტებზე არსებული ვითარების მეთვალყურეობა და ზომების მიღება ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით
- მორიგეობის ჟურნალის წარმოება და ინფორმირება
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების და დეტალებისადმი ყურადღების უნარი;
- კორპორატიული ეთიკის დაცვა, პასუხისმგებლობა და დისციპლინა
პირობები:
- ოფიციალური დასაქმება;
- სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა, ყოველ 6 საათში, შესვენება
- ტრენინგი და პროფესიული განვითარება კომპანიის დაფინანსებით.
- სტაბილური შრომის ანაზღაურება (დარიცხული 1000 ლარიდან), პლუს ბონუსების სისტემა უცხო ენების ცოდნაზე, სტაჟზე
- ყოველწლიური ფასიანი შვებულება შრომის კოდექსის შესაბამისად;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- დამატებით, შეთავსებითი სამუშაოს ანაზღაურება;
- კარიერული ზრდა
თუ მზად ხართ იმუშაოთ პროფესიონალთა გუნდში და უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტების უსაფრთხოება, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV.
ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას!