Standart

საცალო გაყიდვების სპეციალისტი ისთ ფოინთში

02 May - 01 June
Details
Address
ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
800 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების სპეციალისტის“ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ისთ ფოინთი

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით.
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებებს!
02 May - 01 June