სასტუმრო “CASTOR AND POLLUX HOTEL“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
- კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
- სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- პროდუქტების მარაგის კონტროლი
- კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
- არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, სასიამოვნო გარემოში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი განვითარებისათვის
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვერა, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა
N45
- 9 საათი, კვირაში 5 დღე
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
დაინტერესების შემთხვევაში
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!