Standart

გაყიდვების კონსულტანტი(ბათუმი)

07 May - 06 June
Details
Address
6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი
Salary
1000 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
English, Русский, ქართული
Experience
Not required
Education
Other
Department
Sales

Vacancy description

ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში, კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს საზაფხულო ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე ბათუმში.


ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს

 

  • თუ ხარ განვითარებაზე მოტივირებული, გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია და შეგიძლია მათთან თავისუფლად საუბარი ინგლისურ და რუსულ ენებზე (მინ. B2 დონე)
  • გაქვს დარწმუნებისა და არგუმენტირების, პრეზენტაციის საინტერესოდ წარმართვის და მოლაპარაკებების ეფექტურად გამართვის უნარი - გამოგვეხმაურე „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:


  • უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროექტის დასრულების შემდეგ - დასაქმების შანსი
  • გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღევას;
  • ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას.

გამოგვიგზავნე რეზიუმე  2024 წლის 07 ივნისის ჩათვლით.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი


გისურვებთ წარმატებას!


მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს „ალიანს სიტი,, საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს „ალიანს სიტის“ ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;


ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:


მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

მონაცემთა გადატანის უფლება;

ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

თანხმობის გამოხმობის უფლება;

გასაჩივრების უფლება’


შპს „ალიანს სიტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

Location
6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი 6000, საქართველო
07 May - 06 June