პრემიუმი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

07 მაისი - 06 ივნისი
დეტალები
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

კომპანია გაჯეტი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


კომპანია გაჯეტი არის საქართველოში ჭკვიანი ტექნიკისა და მობილური აქსესუარების საცალო და საბითუმო მაღაზიათა ქსელი მთელს საქართველოში.


ძირითადი მოვალეობები:


  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
  • ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
  • არსებული კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების განახლება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
  • პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
  • კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
  • შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
  • გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:


  • კომუნიკაბელურობა
  • დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • დახვეწილი მეტყველების უნარი
  • პრეზენტაბელურობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი
  • კრეატიულობა
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი) შესაძლებელია როგორც ადგილზე ისე დისტანციურად ასევე მომხმარებლის სივრციდან.


ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი %-ად.


კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
გაყიდვები
საცალო ვაჭრობა
სლოგანი
ჭკვიანი ტექნიკა
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
07 მაისი - 06 ივნისი