სტანდარტული

ტექნიკური ასისტენტი (ფარმადეპო)

08 მაისი - 07 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ  ამერიკულ ბრენდს Carter’s და და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში, კვირაში 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: ხელფასს + ბონუსი
ლოკაცია:  თბილისი

ფარმადეპო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფარმაცევტის დახმარება ფარმაცევტული პროდუქციის მიღების/მითვლის დროს: ყუთების გახსნა, პროდუქციის ამოლაგება და დახარისხება;
  • მითვლილი პროდუქციის დასაწყობება - თაროებზე/სათავსოებში განლაგება;
  • ფარმაცევტული პროდუქციის აღწერის წარმოება და შედეგების ფარმაცევტისთვის გადაცემა;
  • ფარმაცევტული პროდუქციის თაროებისა და სათავსოების დასუფთავება არსებული გეგმის ან ფარმაცევტის / მენეჯერის მითითების შესაბამისად.
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა და აკურატულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

გამოგზავნოთ რეზიუმე ან
დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 579 911 900

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229)  (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: 
კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; 
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com. 
სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა:  კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

„გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
08 მაისი - 07 ივნისი