დიპლომატი საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. კომპანიას აქვს 50 წლიანი წარმატებული გამოცდილება FMCG სექტორში. ამ წარმატების მთავარი საფუძველია მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და პროფესიონალთა გუნდი.
დიპლომატ ჯორჯია ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიების - Procter & Gamble და Nestle - პროდუქტებს საქართველოში 2008 წლიდან.
დიპლომატ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის პირველი შესახვევი, #10 (ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან უზრუნველყოფს კომპანია)
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით
- კლიენტებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკება
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
- სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით
გისურვებთ წარმატებას!