სტანდარტული

მძღოლ-ექსპედიტორი

10 მაისი - 09 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1600-1700 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში

ანაზღაურება 1600 – 1700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
  •  სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა/ჩამოტვირთვა;
  •  ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა;
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი  😊 

დაინტერესების შემთხვევაში, ატვირთე შენი რეზიუმე ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/fSFHLoUGemrPY1gB8 

გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
გაყიდვები
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
10 მაისი - 09 ივნისი