ველნეს კურორტი „ბიოლი“, რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პროდუქტის, სამშენებლო მასალების, ზოგადი მარაგისა და საოპერაციო აღჭურვილობის მიღების პროცედურების დაცვა, რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- დადგენილი მინიმალური მარაგის შენარჩუნების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- მიღებული ნივთების სტანდარტების დაცვით საწყობში დახარისხება;
- საწყობში არსებული ყველა ნივთის ინვენტარიზაციის სიების მომზადება და პროცესში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
უნარ–ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
გრაფიკი - 5/2 - 9 საათი (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება - 1000 ლარი (გადასახადების გარეშე)
ტრანსპორტირებას თავისუფლების მოედნიდან კოჯრამდე და უკან, ასევე კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).