Standart

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

14 May - 13 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ვაკანსიის აღწერა

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო
და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და
ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს
მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია
ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა
და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ
ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou -ს და ქალის თეთრეულის
ერთ-ერთი წამყვან ბრენდს Triumph-ს.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც
მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი
ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის
მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული
კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად
შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

სს “გეფა” აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის
პოზიციზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უცხოურ და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • პროდუქციის მოძიება/შესყიდვა მოთხოვნის მიხედვით;
  • შესყიდვების სრული ციკლის განხორციელება და კონტროლი;
  • ნაშთების მუდმივი კონტროლი და  შეკვეთების დაგეგმვა;
  • შესყიდული და გაყიდული პროდუქციის მუდმივი ანალიზი და კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის
ადმინისტრირება;
  • ანგარიშსწორების მართვა და კონტროლი;
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • წლიური გეგმების შედგენა მენეჯერთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; (პრიორიტეტი მიენიჭება ფარმაცევტული განათლების მქონე კანდიდატს) ;
  • შესყიდვების სფეროში მინ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური მაღალ დონეზე, სასურველია რუსული ენის ფლობაც;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • საბაჯო და ლოგისტიკური პროცედურების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

  • კარგი ანალიტიკური უნარები;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • მიზანდასახული;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე/CV.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ
201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები
დამუშავდება:

  • კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
  • დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ
უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული
პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და
მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,
წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე:
HR.info@gepha.com.

სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე
ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით.
კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ
არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა:
კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა;
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი;
საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული
შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი,
პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი
კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა
ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ
საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და
ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის
უზრუნველყოფით.
14 May - 13 June