Standart

რეგისტრატორი

14 May - 13 June
Details
Address
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
Salary
800 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

Vacancy description

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში რეგისტრატორის პოზიციაზე.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება.


ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
ანაზღაურება: 800 ლარი (ნეტო)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკები 09:30-17:30

ძირითადი ფუნქციები:


  • პაციენტების რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

 

Category
Medical
Healthcare
Administration
Finances
Accounting
Management
Customer relations
Slogan
ჩვენ ვზრუნავთ
Location
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
14 May - 13 June