სამედიცინო კომპანია „ინოვა ინ ვიტრო“ აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6;
სამუშაო გრაფიკი: კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათი
ანაზღაურება: 700 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
- მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა;
- ონლაინ დახმარების გაწევა, დროულად და ხარისხიანად;
- შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
- დადგენილ ვადებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
ცოდნა და უნარები:
- კომუნიკაბელური და თავაზანი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.