Standart

უმცროსი ბუღალტერი

15 May - 14 June
Details
Address
თბილისი
Salary
1000 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:30 - 18:30

Vacancy description

თუ ხარ მოტივირებული, გინდა გამოცდილების მიღება ბუღალტრულ სფეროში, გჭირდება შესაბამისი უნარ-ჩვევების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება და განვითარება, მაშინ მოცემული ვაკანსია ზუსტად შენთვისაა. 


სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია წამყვანი ქართული კლინიკები, ისეთები, როგორიცაა: „ინოვა“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ბოხუას სახელობის კლინიკა“ და სხვები, ეძებს  დამწყებ სპეციალისტს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.


მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას 8

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე;

ანაზღაურება: 1000 ლარი


ძირითადი ფუნქციეები:


  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმოება.

  • საბანკო ოპერაციების წარმოება.

  • შესყიდვების განხორციელება

  • რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების კონტროლი.

  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;

  • Balance პროგრამის ცოდნა (სასურველია)

  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:


  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • მოტივირებული და ორგანიზებული;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.


Category
Medical
Healthcare
Administration
Finances
Accounting
Management
Customer relations
Slogan
ჩვენ ვზრუნავთ
Location
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
15 May - 14 June