Standart

ფინანსური მენეჯერი

16 May - 15 June
Details
Address
შავიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
900-1200 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

 ვაკანსია: ფინანსური მენეჯერი კერძო დაცვის კომპანია მაგისტრში


კომპანიის აღწერა: 20 წლიანი გამოცდილების და ხარისხის ოქროს ჯილდოს მფლობელი, კერძო დაცვის კომპანია ,,მაგისტრი“ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დაცვის სერვისებს სხვადასხვა ობიექტებისა და კლიენტებისთვის, რაც ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და გამოცდილების დამსახურებაა.


კომპანიის გაფართოების გამო, ჩვენი გუნდი ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ ფინანსურ მენეჯერს


ვალდებულებები:


  • კომპანიის სრული ფინანსური აღრიცხვა;
  • ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგებისა და ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადების ანგარიში) მომზადება და ანალიზი;
  • ბიუჯეტირება და პროგნოზირება;
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი, ფინანსური ნაკადების ოპტიმიზაცია;
  • კომპანიის მიზნების მიღწევისათვის ფინანსური სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა;
  • ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და აუდიტორებთან თანამშრომლობა;
  • ფინანსური დისციპლინისა და ბუღალტრული ანგარიშგების დაცვაზე კონტროლი;
  • ფინანსურ საკითხებზე ხელმძღვანელობისათვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება.

მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის დარგში;
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ცოდნა;
  • ფინანსური პროგრამებისა და აღრიცხვის ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • კონკურენტუნარიან ხელფასს;
  • ოფიციალურ დასაქმებასა და სოციალური გარანტიებს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მეგობრულ კოლექტივსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე 


საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი: +995 577310373
მისამართი: თბილისი, შავიშვილის ქ.N7


კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და არ ახდენს დისკრიმინაციას ასაკის, სქესის, ეროვნების, რელიგიის ან შშმ პირების  მიხედვით. ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ ჩვენი სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თანაბარი პირობები ყველა თანამშრომლისთვის.

 

შემოგვიერთდით და დაეხმარეთ ჩვენს კომპანიას გახდეს კიდევ უფრო წარმატებული!

Location
შავიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
16 May - 15 June