Premium

ოპერატორი

19 May - 18 June
Details
Address
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია  აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზციაზე . თბილისში.


პოზიციის მოვალეობებია:


  • ტექნიკური დავალებების პორტალზე  გაწერილი მოგვარების ვადებისა და ლოგირების  კონტროლი
  • ტექნიკური დავალებების კოორდინაცია ჯგუფის წევრებს შორის
  • ტექნიკური ინციდენტების შესახებ შემოსული ზარების ასახვა ტექნიკური დავალებების პორტალზე
  • სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი რეაგირება
  • დამკვეთებთან  კომუნიკაცია  სტატუსების გაცვლის მიზნით მათ მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ ინციდენტებზე

სასურველია მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.

 

კომპანია  უკვე 15  წელზე მეტია  ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის   ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები  არიან.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ,  რომ  რეკრუტინგის პირველი ეტაპი შერჩეულ კანდიდატებთან პირველადი გასაუბრება, განხორციელდება ონლაინ პლატფორმის, Teams-ის  საშუალებით.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე,  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდდამხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!

Category
Information Technologies
19 May - 18 June