სტანდარტული

ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი

20 მაისი - 19 ივნისი
დეტალები
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
ოპერაციები

ვაკანსიის აღწერა

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი)


სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00სთ) შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის მორგებაც

 

ფუნქცია-მოვალეობები:


  • იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების  განხორციელება
  • საბაჟო პროცედურების გავლა
  • ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში
  • დისტრიბუციის პროცესის ზედამხედველობა
  • გზაში მყოფი ტვირთების სტატუსების კონტროლი
  • ტერმინალებში მიღებული ტვირთების გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება
  • პირადი ავტომობილი ((კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)  
  • Microsoft Excel-ის და Microsoft Power Point-ის ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე
  • ლოჯისტიკის მიმართულების მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

დამატებითი უნარები, რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:


  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალური
  • განვითარებაზე ორიენტირებული

რას გთავაზობთ?


  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს,
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV.


კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

 

კატეგორია
დისტრიბუცია
ლოჯისტიკა
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
სოციალური ქსელები
20 მაისი - 19 ივნისი