საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური თანამშრომლებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, ყოველი მესამე შაბათი 10:00 დან 14:00 მდე
ანაზღაურება - 1000 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების რეგისტრაცია;
- ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა