Premium

კონსულტანტი (ბათუმი)

20 May - 19 June
Details
Address
აჭარა
Salary
1300-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში. 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • მაღალი ანაზღაურება; 
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; 
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება. 
სამუშაო პირობები: 

  • ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300 -1500 ლარი; 
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება); 
  • დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;  
  • სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი. 
ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქციის გაყიდვა. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული  და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას! 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

20 May - 19 June