მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციის ფუნქციები:
- საცხობ ლანგარზე მოთავსებული ცომის სტელაჟეზე დალაგება
- სტელაჟების გამფუებელ კაბინაში მოთავსება, ცხრილის შევსება
- ღუმელიდან გამოღებული საცხობი ლანგრების შეგროვება
- საწარმოში დაბრუნებული კონტეინერების შეგროვება
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, დღე-ღამის ცვლა
- ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:
- ტრანსპორტირება მეტრო სამგორიდან
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ყოველთვიური კვების დანამატი
- სამოტივაციო პროგრამები
- სწავლებისა და განვითარების სისტემა
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.