პრემიუმი

ელექტრიკოსი

21 მაისი - 20 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
2-3 წელი

ვაკანსიის აღწერა

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას  ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: დღე/ღამის ცვლა
  • ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ყოველთვიური კვების დანამატი
  • სამოტივაციო პროგრამები
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
ძირითადი მოვალეობები:

  • ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
  • დანადგარების ელექტროკარადების პერიოდული მეთვალყურეობა: ვიზუალური კონტროლი, წმენდა, ელექტროსადენების და კონტაქტების გადამოწმება. პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა
  • ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
  • ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა 
  • ავარიული შემთხევების დროული ლიკვიდაცია
  • არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
  • უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების  შესახებ
საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით
  • აღნიშნულ პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი  გამოცდილება
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
  • სასურველია საწარმოში მუშაობის ან/და სამაცივრე აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

21 მაისი - 20 ივნისი