Premium

ელექტრო სატვირთველის (ფორკლიფტის) მძღოლი

04 June - 21 June
Details
Address
თბილისი
Salary
1550 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობში ელექტრო სატვირთველის (ფორკლიფტის) მძღოლის თანამდებობაზე. 

სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები: 

  • ელექტრო სატვირთველის და ამწევი პლატფორმის  მართვა  წესების დაცვით;  
  • ელექტრო სატვირთველის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება ტერიტორიაზე სამუშაოს დაწყების წინ, ხოლო დასრულებისას, გაუმართაობის ან სხვა ხარვეზის შემთხვევაში, შეტყობინება;
  • პროდუქციის დროული დატვირთვა/გადმოტვირთვა, გადაადგილება საწყობში-დახარისხება, დაწყობა, და აშ. 
  • დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
  • პროდუქციის შეგროვება ასორტიმენტის  მიხედვით, მათი რაოდენობისა და დასახელებების  შემოწმება  და შედარება დოკუმენტში მითითებულ მონაცემებთან.
  • პროდუქციის მომზადება  აღწერისთვის.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
კანდიდატის პროფილი:

  • განათლება - საშუალო
  • ელექტრო სატვირთველის ან სხვა ნებისმიერი სატვირთველის მართვის სერთიფიკატი
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • სატვირთველის უსაფრთხო მართვის წესების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა
  • ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ? 

  • კონკურენტული და ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება - 1550 ლარი
  • ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Category
Other
Location
ეგრისის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
04 June - 21 June