Standart

კოორდინატორი

22 May - 21 June
Details
Address
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
Salary
800 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
09:30 - 17:30

Vacancy description

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას „კოორდინატორის” პოზიციაზე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ანაზღაურება - 800 ლარი (ნეტი)

ძირითადი ფუნქციები:

  •  პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
  •  პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  •  პაციენტთა რიგების მართვა;
  •  სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  •  სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  გამართული მეტყველება ქართულად;
  •  უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

Category
Medical
Healthcare
Administration
Finances
Accounting
Management
Customer relations
Slogan
ჩვენ ვზრუნავთ
Location
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
22 May - 21 June