Standart

ბეტონის ქარხნის მექანიკოსი (ფოთი)

22 May - 21 June
Details
Address
სამეგრელო-ზემო სვანეთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  

                                                                                                                               

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის მექანიკოსის პოზიციაზე ფოთში.

 

 

სამუშაო ლოკაცია:  ფოთი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება) 

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  

 

  •        ქარხნის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  •        ჩაბარებული ინსტრუმენტების, მოწყობილობების და მანქანა-მექანიზმების გაფრთხილება, მოვლა, შენახვა;
  •        ქარხნის მიმდინარე რემონტების დაგეგმვა და  წარმოება;
  •        შედუღებითი სამუშაოების შესრულება;
  •        დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით;
  •        შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება/გადაცემა უშუალო მენეჯერისთვის;
  •        კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

  •     მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •   პროფესიული განათლება მექანიკის და შემდუღებლობის მიმართულებით;
  •   პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  •   საქმიანობის დაგეგმის/ორგანიზების უნარი; 
  •    ანალიზის უნარი;
  •   დროის მართვის უნარი;
  •  პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი

 

 

 

 

 

 

არსებული ბენეფიტები: 

  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად. 
  •  ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით. 

გისურვებთ წარმატებას!


თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

 

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 

Category
Construction
Location
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
22 May - 21 June