Standart

გაყიდვების კონსულტანტი (ბათუმი)

22 May - 21 June
Details
Address
32 ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ბათუმი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
11:00 - 20:00

Vacancy description

საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან  წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.


TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

 

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ  LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia

 

კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME


ფუნქცია-მოვალეობები:


  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა.
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით.
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება და პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • სალარო ოპერაციების წარმოება.
  • მაღაზიის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

უნარ -ჩვევები:


  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა

სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება.


TI’ME BATUMI :  სამუშაო საათები 11:00 დან - 20:00 საათამდე. მისამართი:  ქ. ბათუმი, გამსახურდიას  № 32.


ჩვენ გთავაზობთ:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ტრეინინგები და განვითარება.
  • წლიური ნომინაციები.
  • ბრენდირებული საჩუქრები.
  • ბონუსი ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის (KPI)
  • ფიქსირებული ბონუსი
  • დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
  • ფიტპასი
  • თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე

განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/68?source=aWQ9NDQ%3D ან გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.


კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 


დამატებითი კითხვების  შემთხვევაში  დაგვიკავშირდით  ტელ:  +995 598 28 58 93.


თქვენს მიერ CV-ის გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა. 




Location
46 შოთა რუსთაველის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
22 May - 21 June